ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრად ეწვია აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), რომელმაც დაათვალიერა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა.
ვიზიტის ფარგლებში მეუფე დავითმა დაათვალიერა საქართველოს ქრისტიანული და სამწიგნობრო მემკვიდრეობის ამსახველი უნიკალური ხელნაწერები და საარქივო მასალა, მათ შორის V–XVIII საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ხელნაწერი ძეგლები. აღნიშნულმა ექსპოზიციამ წარმოაჩინა ქართული ქრისტიანული ტრადიციის უწყვეტობა და იმ ხელნაწერი მემკვიდრეობის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს ეკლესიისა და კულტურის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ინახავს.